Инструкция NORD ДМ-156-310 — страница 24
▤Тип руководства: Инструкция
Формат: PDF
Размер: 2,62 МБ
Страниц: 24
Категория: Холодильники
Добавил: AnnaMaster
Инструкция для NORD ДМ-156-310 на русском языке. Документ можно использовать для ознакомления с информацией, относящейся к данной модели.
Инструкция представлена в формате PDF, просмотр, скачивание на компьютер, смартфон бесплатно. Возможность печати зависит от используемой программы и настроек устройства. Содержание, структура и объём документа могут различаться в зависимости от модели, версии и редакции руководства. Перед использованием рекомендуется убедиться, что инструкция соответствует вашей модели.
24
5.5 მაცივარ-დანადგარი უნდა გაასწოროთ ჰორიზონტალურად. ეს მიიღწევა წინა
სარეგულირებელი ფეხების მეშვეობით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც იატაკი არასწორია.
5.6 Б.1 ნახაზის მიხედვით დააყენეთ მაკომპლექტებელი ნაწარმი.
5.7 სამაცივრე დანადგარი, რომელიც იმყოფებოდა სიცივეში, უნდა ჩაირთოს ოთახის
ტემპერატურაზე ყოფნისას არანაკლებ 8 საათის შემდეგ.
5.8 თქვენს ხელსაწყოს აქვს კარის მარჯვნივ გაღების მიმართულება. კონსტრუქცია საშუალებას
იძლევა, თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, კარების გაღების მიმართულება შეიცვალოს
პირიქით, მარცხნივ. ამის გაკეთება შეუძლია სერვისცენტრის თანამშრომელს (მომხმარებლის
ხარჯით).
6 მუშაობის თანამიმდევრობა
6.1 ხელსაწყოს ზედა ნაწილში განთავსებულია მართვისა და ინდიკაციის ორგანოები (პოზიცია
10 ნახაზებზე Б.1 და Б.3).
6.2 მიაერთეთ მაცივარი ელექტროსადენით ელექტროქსელში, ამ დროს ტემპერატურის დატჩიკ–
რელე 5 (ნახაზი Б.3), უნდა იყოს მდგომარეობაში „გამორთულია“ “выключено”.
6.3 ტემპერატურის დატჩიკ–რელეების სახელურების მოტრიალებით (ორივე კამერაში ან ერთ–
ერთში) საათის ისრის მიმართულებით ჩაირთვება მაცივრის ორივე კამერა ან შესაბამისი კამერა,
რომლის დატჩიკ–რელეს სახელურიც მოაბრუნეთ, ამ დროს უნდა გაისმას მცირე ხმა. შესაბამისი
სამაცივრე აგრეგატის ჩართვის ან გამორთვის დროს, გაისმის მცირე ხმაური.
ყურადღება! მაცივრის ხელმეორედ ჩართვა შესაძლებელია მისი გამორთვიდან მხოლოდ 3–4
წუთის შემდეგ.
6.4 საყინულის ჩართვისას პულტზე (ნახაზი Б.3) მუდმივად იქნება ანთებული ქსელში ჩართვის
ინდიკაციის მწვანე ნათურა 2 და წითელი სასიგნალო ნათურა 1, რომელიც გვამცნობს, რომ საყინულეში
ჯერ არ არის სათანადო ტემპერატურა (მინუს 18
0
С). ამ ტემპერატურის მიღწევისას, ნათურა 1
ჩაქრება. პროდუქტების გასაყინად დააყენეთ სამუშაო რეჟიმების გადამრთველი მდგომარეობაში 3 -
გაყინვის რეჟიმი, ამ დროს აინთება სტაფილოსფერი ნათურა 4. გაყინვის პროცესის დასრულებისას
აუცილებელია გადამრთველი 3-ის დაყენება შენახვის რეჟიმის მდგომარეობაში.
შენიშვნა - ხელსაწყოს წინა ნაწილში, შიდა კარადის პერიმეტრზე განთავსებულია გათბობის
სისტემა, რაც ეწინააღმდეგება საყინულის მეტალის კორპუსზე ნესტის წარმოქმნას. გარემოს
ტემპერატურის მნიშვნელოვნად აწევის შემთხვევაში (მეტი, ვიდრე მითითებულია პუნქტში 1.2)
ყურადღებით გაეცანით მაცივარ–დანადგარის დაყენების პირობებს (პუნქტი5.4) და მაცივრის უკანა
კედელთან უზრუნველყავით ჰაერის თავისუფალი მოძრაობა.
6.5 დატჩიკ–რელეს მეშვეობით ხდება მაცივარში ტემპერატურის რეგულირება. ტემპერატურის
დაწევა ხდება საათის ისრის მიმართულებით უკიდურესი მარცხენა მდგომარეობიდან უკიდურეს
მარჯვენა მდგომარეობამდე. ამის შემდეგ კამერებში ტემპერატურა ავტომატურად ნარჩუნდება.
კამერების შიგნით ტემპერატურა დამოკიდებულია აგრეთვე გარემოს ტემპერატურაზე, კარების
გაღების სიხშირეზე და შესანახი პროდუქტების რაოდენობაზე.
ყურადღება! მაცივრის ელექტროქსელში პირველად ჩართვისას ან მისი დიდი ხნით გამორთვის
შემდეგ მასში პროდუქტების ჩადების წინ ჩართეთ ის და ამუშავეთ არანაკლებ 3 საათისა, ამ დროს
ტემპერატურის დატჩიკ–რელეს 5 სახელური დააყენეთ უკიდურეს მარჯვენა მდგომარეობაში
(მაქსიმალური სიცივე).
ყურადღება! სითხეები და გაზები, რომლებიც ცირკულირებენ მაცივრის გამაციებელ სისტემებში
გამოსცემენ გარკვეულ ხმებს როგორც კომპრესორის მუშაობისას, ასევე მისი გამორთვის შემდეგ. არ
შეშფოთდეთ, ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუ ვერ ახერხებთ ახლადდაკეტილი კარების
თავიდან გაღებას, უნდა მოიცადოთ 2-3 წუთი, სანამ წნევა დანადგარის შიგნით არ გაუტოლდება
გარემოს წნევას და ამის შემდეგ გააღებთ კარებს.
6.6 საყინულეში პროდუქტების ჩადებისას დაიცავით შემდეგი წესები:
- ამაორთქლებლის ზედაპირზე არ უნდა მოხვდეს სუფრის მარილი;
- საყინულეში არ შეინახოთ სითხე მინის ჭურჭლით.
6.7 საყინულის მოხერხებული ხმარებისათვის გათვალიწინებულია გამოსაწევი კალათები 4 და 5,
ასევე ჭურჭელი კენკრისათვის 3 (ნახაზი Б.1), რომელშიც შესაძლებელია მცირე ზომის ბოსტნეულისა
და ხილის გაყინვა.
გასაყინად გათვალისწინებული პროდუქტები დაალაგეთ ამაორთქლებლის თაროებზე 2 და
გააღეთ ფარდა 1 (ნახაზიБ.1) და განათავსეთ ისე, რომ მათ დაიკავონ რაც შეიძლება მეტი ფართი.
ყურადღება! ფარდა ადვილად იწევა, თუ მას ჯერ ოდნავ მაღლა ავწევთ და შემდეგ გამოვწევთ
ჩვენსკენ. ფარდის გახსნას ძალა არ დაატანოთ, რათა ის არ დაზიანდეს.
რეკომენდირებულია МК–ში პროდუქტის შემდგომი პორციის ჩადება 24 საათის შემდეგ. ადრე
გაყინული პროდუქტები განალაგეთ ქვედა კალათებში.
6.8 პროდუქტის მაქსიმალური რაოდენობა (გაყინვის სიმძლავრე), რაც შესაძლებელია 24 საათის
განმავლობაში 25
0
С გარემო ტემპერატურისას, მოყვანილია ცხრილში 1. ამ ნორმის გადაცილება
იწვევს გაყინვის დროის ზრდას და ეფექტურობის შემცირებას.
შენიშვნა - გაყინვის რეჟიმში МК–ს კომპრესორი მუშაობს შეუჩერებლად, ხოლო შენახვის
რეჟიმში – ციკლურად. გაყინვის რეჟიმში МК–ს კომპრესორის მაქსიმალური სამუშაო დრო 24 საათს
არ აღემატება.
GEO
25
7 მაცივარ–დანადგარის მოვლა
7.1 საყინულეში მცირე რაოდენობის თოვლისმაგვარი მასის წარმოშობისას შესაძლებელია მისი
მოშორება გალღობის პროცესის გარეშე.
ამ ყინულის ფენის მოსაშორებლად აკრძალულია ბასრი მეტალური საგნების ხმარება!
7.2 თუკი წარმოიშვა 5 მმ–ზე მეტი ყინულის ფენა (განისაზღვრება ვიზუალურად), მაცივარი
უნდა გამოირთოს და ეს ფენა უნდა გადნეს.
სამაცივრე განყოფილების გალღობა უნდა დაამთხვიოთ იმ დროს, როდესაც მასში ცოტაა
პროდუქტი და გეგმავთ მის მთლიან გაწმენდას.
გალღობა ჩაატარეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- გამორთეთ იგი ელექტროქსელიდან;
- ამოიღეთ МК-დან პროდუქტებიანი კალათები 4,5 (ნახაზი Б.1) და ჭურჭელი 3, პროდუქტები
შეახვიეთ ქაღალდში და დადეთ ცივ ადგილზე;
- МК-ს კარი დატოვეთ ღია, ფარდა 1 გააღეთ და დატოვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
გალღობის დროის შემცირება შესაძლებელია, თუკი სამაცივრე განყოფილებაში ფრთხილად
ჩავდებთ ჭურჭელს 60 - 70
0
С წყლით.
7.3 გალღობის დასრულების შემდეგ ღრუბლით (გუბკა) ამოაშრეთ მასში არსებული წყალი და
გაწმინდეთ იგი რბილი ხელსახოცით (პუნქტი 5.2).
სამაცივრე განყოფილების გალღობა რეკომენდირებულია 5–6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკის
მიზნით.
შენიშვნა - კალათების 4 და 5 (ნახაზი Б.1) ამოსაღებად ის უნდა გამოიწიოს ბოლომდე წინ და უნდა
ავწიოთ წინა ნაწილი. კალათების ძირს დაგდების აღმოფხვრის მიზნით მათზე გათვალისწინებულია
ფიქსატორები.
7.4 მაცივრის დიდი ხნით გამორთვის შემთხვევაში საჭიროა განახორციელოთ მისი გალღობა და
კარები დატოვეთ ოდნავ ღია, რათა თავიდან აიცილოთ მასში არასასურველი სუნი.
8 შენახვისა და ტრანსპორტირების წესები
8.1 მაცივარ–დანადგარი შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, ბუნებრივი ვენტილაციის
ჩაკეტილ სივრცეში, ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 70 %–ს.
8.2 მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ის ტრანსპორტში
უნდა იყოს კარგად დამაგრებული.
8.3 დატვირთვა–გადმოტვირთვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა ხელსაწყომ არ მიიღოს
რაიმე სახის დარტყმა.
9 ტექნიკური მომსახურება
9.1 სამაცივრე ხელსაწყოები უზრუნველყოფილია საგარანტიო და ტექნიკური მომსახურებით.
9.2 გაუმართაობის გამოვლენისას, რომლებიც არ აღმოიფხვრება ამ სახელმძღვანელოს მე–10
ნაწილში მოცემული პუნქტების მიხედვით, უნდა მიმართოთ იმ სავაჭრო ორგანიზაციას, სადაც
შეიძინეთ მაცივარი ან შესაბამის სერვისცენტრს.
9.3 უკრაინის საგადასახადო კოდექსის 140–ე მუხლის შესაბამისად –“მომხმარებლისათვის
საგარანტიო ნივთის შეცვლა ან მომსახურება“ მომხმარებელი წარმოადგენს საგარანტიო ტალონს და
თავის მონაცემებს (სერვისის წიგნში – ფორმები 3 და 4).
9.4 ყურადღება! საგარანტიო რემონტისა და ტექნიკური მომსახურების ერთჯერადი ჩატარებისას
ამოიხევა მხოლოდ ერთი ტალონი.
9.5 ყურადღება! ფუჭი გამოძახებისას მომხმარებელი იხდის შესაბამის თანხას.
თუკი გამოძახების მიზეზია მომხმარებლის მიერ არასწორად დაყენებული ხელსაწყო ან მისი
არასწორი ექსპლუატაცია (ნახ. პუნქტი 1.2), მაშინ შესრულებული სამუშაო უნდა იქნას მომხმარებლის
მიერ ანაზღაურებული შესაბამისი სერვისცენტრის პრეისკურანტის მიხედვით.
GEO
6.9 საკვები ყინულის დასამზადებლად შეავსეთ ფორმა 6 (ნახაზი Б.1) და ჩადგით МК–ში. МК-
დან ახლადამოღებული ნაყინი ან ყინულის ნაჭრები უცებ არ მიიღოთ, რადგან ამან შეიძლება
გამოიწვიოს პირის ღრუს მოყინვა.
6.10 დაიცავით მაღაზიაში ნაყიდი გაყინული პროდუქტების შენახვის ვადა (შენახვის ვადა
მითითებულია მათ შეფუთვაზე).
МК–ში სახლის პირობებში გაყინული პროდუქტების შენახვის რეკომენდირებული ვადებია:
- ცხიმიანი და დამარილებული პროდუქტებისათვის - სამ თვემდე;
- კულინარიულად დამუშავებული და მცირე ცხიმიანი პროდუქტებისათვის - ექვს თვემდე;
- სამარხო პროდუქტებისათვის - ერთ წლამდე.
ქსელში დენის გათიშვისას უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს მითითებულია ცხრილში, უნდა
ამოიღოთ გალღობილი პროდუქტი და გამოიყენოთ ის საჭმელში, ან სითბურად უნდა დაამუშაოთ
და თავიდან უნდა გაყინოთ.
Скачать «NORD ДМ-156-310» — 2,62 МБ СкачатьСкачиваний: 0
Другие руководства из этой категории
Все руководства категории →NORD ДХ-507-012
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-507-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-431-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-403-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-275-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-274-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-274-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-271-010
32 стр. · 3,12 МБ