Инструкция NORD ДМ-156-310 — страница 23
▤Тип руководства: Инструкция
Формат: PDF
Размер: 2,62 МБ
Страниц: 24
Категория: Холодильники
Добавил: AnnaMaster
Инструкция для NORD ДМ-156-310 на русском языке. Документ можно использовать для ознакомления с информацией, относящейся к данной модели.
Инструкция представлена в формате PDF, просмотр, скачивание на компьютер, смартфон бесплатно. Возможность печати зависит от используемой программы и настроек устройства. Содержание, структура и объём документа могут различаться в зависимости от модели, версии и редакции руководства. Перед использованием рекомендуется убедиться, что инструкция соответствует вашей модели.
26
10 შესაძლებელი გაუმართაობა და მათი აღმოფხვრის მეთოდები
10.1 შესაძლებელი გაუმართაობა და მათი აღმოფხვრის მეთოდები მოცემულია ცხრილში 4.
ყურადღება! გაუმართაობის აღმოსაფხვრელი სამუშაოების დაწყების წინ გამორთეთ მაცივარი
ელექტროქსელიდან!
ცხრილი 4 - შესაძლებელი გაუმართაობა და მათი აღმოფხვრა
გაუმართაობა, მათი გარეგანი
გამოვლენა, დამატებითი
ნიშნები
ალბათური მიზეზი აღმოფხვრის მეთოდი
ელექტროქსელში ჩართული
მაცივარი არ მუშაობს
ელექტროქსელში დენის
არარსებობა.
არ არის კონტაქტი
ელექტროსადენის როზეტში
ჩამრთველთან.
შეამოწმეთ როზეტში ძაბვა
უზრუნველყავით კონტაქტი
ელექტროსადენის როზეტში
ჩამრთველთან.
მაღალი ხმაური არასწორად დგას მაცივარი,
მისი მილები ეხებიან
კორპუსს ან ერთმანეთს
დააყენეთ მაცივარი ამ
სახელმძღვანელოში მოყვანილი
მითითებების შესაბამისად (ნახ.
პუნქტი 5.5). უნდა აღმოფხვრათ
მილების შეხება კორპუსთან
ან ერთმანეთთან ისე, რომ არ
დაზიანდეს მილები და მათი
იზოლაცია
კარის გაღებისას სპეციფიკური
ხმა, კარის მძიმედ გაღება
კარზე არსებული რეზინის
იზოლაცია ეკვრება
მაცივრის ზედაპირს
გაწმინდეთ კარზე არსებული
რეზინის იზოლაცია და
მაცივრის ზედაპირი თბილი
საპნიანი წყლით და გაამშრალეთ
რბილი ნაჭრით
საყინულეში წარმოიშობა სუნისაყინულის
არარეგულარული გაწმენდა.
საყინულის დიდი ხნის
განმავლობაში გამორთულ
მდგომარეობაში,
დახურული კარებით
დატოვება. საყინულეში
ძველი პროდუქტების
შენახვა.
გულმოდგინედ გაწმინდეთ და
გაანიავეთ საყინულე (ნახეთ
პუნქტი 7.4)
GEO
23
დაზიანება.
არ დაუშვათ მაცივრის უკანა კედლის, სადაც გადის ელექტროდენი, დანესტიანება.
4.6 არა ნაკლებ ერთხელ წელიწადში რბილი ფუნჯით ან მტვერსასრუტით მტვრისაგან
გაწმინდეთ მაცივრის უკანა კედელზე განთავსებული კონსტრუქციის ელემენტები, ამ დროს
მაცივარი გამორთული უნდა იყოს ელექტრული კვების ქსელიდან.
4.7 ყურადღება! სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე:
- არ ჩართოთ მაცივარი ელექტროქსელში, თუკი წესრიგში არ გაქვთ ელექტროდენის
გადატვირთვის საწინააღმდეგო დაცვის სისტემა;
- არ გამოიყენოთ დამატებითი დენის დამაგრძელებლები, როზეტები და გადამრთველები;
- ელექტროსადენები არ შეაცვლევინოთ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ნებართვა
(ლიცენზია).
4.8 ყურადღება! სამაცივრე დანადგარის სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ (ნახ. სერვისის წიგნი,
საგარანტიო ვალდებულებები) აუცილებელია შესაბამის სერვისცენტრიდან სპეციალისტის
გამოძახება, რომელიც მოგცემთ დასკვნას ხელსაწყოს შემდგომი ექსპლუატაციის გაგრძელების
შესახებ და აუცილებლად გამოცვლის ყველა ელექტროსადენს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ
საფრთხეს შეუქმნით თქვენს თავს და თქვენს გარშემომყოფთ.
4.9 მაცივარში გამოიყენება გამაციებელი გაზი R 600а - ბუნებრივი გაზი, რომელიც
უსაფრთხოა გარემოსათვის, მაგრამ ადვილად აალებადია, ამიტომაც საჭიროა დამატებითი
უსაფრთხოების წესების დაცვა:
ყურადღება! არ დაფაროთ მაცივრის უკანა კედლის სავენტილაციო არე.
ყურადღება! გალღობის პროცესის დასაჩქარებლად არ გამოიყენოთ მექანიკური და სხვა
ხელსაწყოები, გარდა მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ხელსაწყოებისა.
ყურადღება! არ დააზიანოთ გამაციებელი კონტური.
ყურადღება! არ გამოიყენოთ ის ელექტროხელსაწყოები პროდუქტების შესანახ განყოფილებებში,
თუ ისინი განსხვავდებიან იმ ტიპის ხელსაწყოებისაგან, რომლებიც რეკომენდირებულია
მწარმოებლის მიერ.
ყურადღება! სამაცივრე სისტემის ჰერმეტიზაციის დარღვევისას კარგად გაანიავეთ ოთახი და არ
გამოიყენოთ ღია ცეცხლი.
4.10 ყურადღება! მოცემული ხელსაწყო არ არის განკუთვნილი იმ პირთათვის (ბავშვების
ჩათვლით) რომელთაც აქვთ ფიზიკური, ნერვული ან ფსიქიკური გადახრები ან შესაბამისი
გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობა, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ამ პირებს მეურვეობენ ან
უწევენ შესაბამის ინსტრუქტაჟს.
აუცილებელია არ დაუშვათ ბავშვების თამაში ხელსაწყოსთან.
4.11 გამორთეთ მაცივარი როზეტიდან როდესაც:
- მის ქვემოთ წმენდთ იატაკს ან გადააადგილებთ მას;
- წმენდთ მის შიდა და გარე ზედაპირს, ალღობთ;
- ელექტროქსელში ძაბვის გამორთვისას;
- მაცივრის გაუმართაობის აღკვეთისას;
- დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან გასვლისას.
4.12 თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არ გამოიყენებთ ამ მაცივარს, საჭიროა მისი უტილიზაცია.
მაცივრის ელექტროსადენი ამორთეთ ქსელიდან და მოაჭერით მას. არ დააზიანოთ მისი მილები.
მისი უტილიზაცია უნდა მოახდინოს სპეციალისტმა. უტილიზაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი
ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ მართვის ადგილობრივ ორგანოებს, უტილიზაციის სამსახურს
ან იმ მაღაზიას, სადაც ეს ნითი გაქვთ შეძენილი.
5 დაყენების თანამიმდევრობა და მისი მუშაობის დაწყება
5.1 მაცივარს და მის კომპლექტაციას მოაძვრეთ შესაფუთი მასალა. თუ მაცივარი
დაკომპლექტებულია მინის თაროებით, მას შემოაცალეთ ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი
პოლიეთილენის დამცავი მასალა.
5.2 გაწმინდეთ ხელსაწყო თბილი წყლით: გარე ნაწილი - საპნის სარეცხი საშუალებით, შიდა
ნაწილი - საკვები სოდის ხსნარით. გაწმინდეთ მშრალი, რბილი ნაჭრით და კარგად გაანიავეთ.
არ დაუშვათ მაცივრის გაწმენდა აბრაზული პასტით და იმ საწმენდი საშუალებებით, რომლებიც
შეიცავენ მჟავასა და გამხსნელ ნივთიერებებს.
5.3 ორი საბჯენი 2 დაამაგრეთ მაცივრის უკანა კედელზე, რომელთა საშუალებითაც რეგულირდება
ოთახის კედლიდან მაცივრის უკანა კედლის მდებარეობა (ნახაზი Б.2).
ყურადღება! მანძილი ოთახის კედლიდან მაცივრის უკანა კედლამდე არ უნდა იყოს 20 მმ–ზე
ნაკლები.
5.4 განსაზღვრეთ მაცივრის დაყენების ადგილი. არ დააყენოთ იგი სითბოს გამომცემ წყაროსთან,
ნესტიან ადგილზე და იქ, სადაც უხად ხვდება მზის სხივები.
კარადაში, კედელში, წინასწარ მომზადებულ ნიშში ან მათ მაგვარ ადგილებში მაცივრის
ჩაშენებისას უნდა გაითვალისწინოთ: სიღრმე არა ნაკლებ 50 მმ-ით მეტი უნდა იყოს მაცივრის
გაბარიტულ სიღრმეზე, სიგანე - არანაკლებ 6 მმ-სა, ხოლო სიმაღლე - არანაკლებ 4 მმ-სა.
ყურადღება! დანადგარის გარშემო უნდა უზრუნველყოთ ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია
(ნახაზი Б.4). არ დახუროთ ჰაერის სამოძრაო ჭრილები.
GEO
Скачать «NORD ДМ-156-310» — 2,62 МБ СкачатьСкачиваний: 0
Другие руководства из этой категории
Все руководства категории →NORD ДХ-507-012
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-507-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-431-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-403-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-275-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-274-011
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-274-010
32 стр. · 3,12 МБ
NORD ДХ-271-010
32 стр. · 3,12 МБ